საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე რუსთაველის გამზირზე მივიდა, მას ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა და პოლიტპატიმრების მშობლებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
გურგენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დემონსტრანტებს "აჟიტირებული ახალგაზრდები" უწოდა, ქართული ოცნების რეჟიმს კი - "ქართული ხელისუფლება".
"აჟიტირებული ახალგაზრდები არიან, არა უშავს. დაკავებულები იყვნენ ნამდვილი რეჟიმის დროს... ეს ქართული ხელისუფლებაა. ჩემს ქვეყანაში ეკლესიაში მივალ, არა უშავს"- თქვა გურგენიძემ.
სტუ-ის რექტორი მემორიალთან არ მიუშვეს, მან დემონსტრანტებს "აჟიტირებული ახალგაზრდები" უწოდა
09 აპრ 202511:01
3 წუთის საკითხავი
